ახალგაზრდების 19% დასაქმებულია სრული განაკვეთით, 7% კი ნახევარი განაკვეთით ან თვით-დასაქმებულია. ამის შესახებ ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევაში „თაობა გარდამავალ პერიოდში’’ არის ნათქვამი.. კვლევის მიხედვით, სტუდენტების უმეტესობა (71%) ოპტიმისტურად უყურებს საკუთარი დასაქმების შესაძლებლობებს და სჯერა, რომ შეძლებს სამსახურის პოვნას სწავლის დასრულების შემდეგ. ახალგაზრდების 75% მიიჩნევს, რომ სამსახურის პოვნის განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მეგობრების/ნაცნობები. საინტერესოა, რომ სახელმწიფოს მიმართ დაბალი ნდობის მიუხედავად, ახალგაზრდა თაობის 42% დაინტერესებულია საჯარო სექტორში დასაქმებით. ქართველმა ახალგაზრდებმა გამოხატეს დიდი ნდობა ოჯახების მიმართ.
ახალგაზრდა თაობის 75% ცხოვრობს მშობლებთან ერთად, ხოლო გამოკითხულთა 62% ფინანსურ მხარდაჭერას იღებს მშობლებისაგან. ახალგაზრდე- ბის 55% კარგად ეწყობა მშობლებს, გამოკითხულთა იგივე რაოდენობა აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებები დაკავშირებულია მისი მშობლების შეხედულებებთან. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) გადაწყვეტილებას იღებს მშობლებთან ერთად, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი თავისუფალი და დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში (44%). გამოკითხულთა თითქმის 1/3 აცხადებს რომ დედის აზრი გავლენას ახდენს მათ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე (34%).