როგორც კვლევის მონაცემები აჩვენებს, თბილისელების უმრავლესობა (69%) ტაქსებისათვის გარკვეული რეგულაციების დაწესებისა და ლიცენზირების სისტემის შემოღების მომხრეა;
„ტაქსების ლიცენზირების ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა მიიჩნევა (84%), თითქმის ყოველი მეორე თბილისელი კი ჰიგიენურ მხარეზე აკეთებს აქცენტს (44%). მესამე და მეოთხე ადგილს, შესაბამისად, ეკოლოგიური უსაფრთხოება (35%) და ტაქსის მძღოლის მიერ ქუჩების კარგად ცოდნა (29%) ინაწილებენ.
როგორც კვლევის მონაცემები ადასტურებს, მხოლოდ ყოველი მესამე თბილისელი (29%) სარგებლობს ტაქსით კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად; ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკას კი ტაქსის ქუჩაში შემთხვევითად გაჩერება წარმოადგენს (55%).“, - განმარტავენ ACT-ში.
კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.