OXFAM საქართველოში კვების ეროვნული კვების 2016 წლის მონაცემებს აქვყნებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხული ოჯახების უმრავლესობა (58%) აცხადებს, რომ განიცდის რომელიმე ჯგუფის სურსათის ნაკლებობას. კვლევის მიხედვით საკმაოდ ხშირია ხორცის დეფიციტი. სურსათის ნაკლებობის მთავარი მიზეზი ეკონომიკურია.
საქართველოში შინ ყველაზე ხშირად სამ კერძს მოიხმარენ: შემწვარი კარტოფილი, ლობიო, აჯაფსანდალი. ხილი და ხორცი ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახების უმრავლესობისთვის.
ხილს და ხორცს მოიხმარენ ქალბატონების ის ჯგუფი, რომლის შემოსავალიც აღემატება 1000 ლარს. მარტოხელა პენსიონერების ოჯახში რკინით მდიდარი პროდუქტების მოხმარება საკამოდ დაბალია და 24%-ს შეადგენს.
კლევის მიხედვით საქართველოში ოჯახის საშუალო შემოსავალი შეადგენს 575 ლარს და თითქმის ნახევარი იხარჯება საკვებზე. დაბალშემოსავლიანი ოჯახები საკვებზე ხარჯავენ შემოსავლის დაახლოებით 65%-ს, ხოლო მაღალშემოსავლიანი ოჯახები 35%-ს.
კვლევის შედეგებით, ოჯახების დიდი რაოდენობა საქართველოში დროდადრო კრედიტით ყიდულობს საკვებ პროდუქტებს. გამოკითხულო ოჯახების ნახევრაზე მეტის ყოველთვიური ხარჯები გაიზარდა გასულ წელთან შედარებით და უმეტესობის შემოსავალი დარჩა იგივე. ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში არ აქვს საკმარისი ფული სურსათის საყიდლად.
რესპოდენტების 20% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახებში ყოფილა საკვებით მოწამვლის ფაქტი. კვლევის რესპოდენტების მხოლოდ 29% მიიჩნევს, რომ ისინი ჯანსაღად იკვებებიან.