European Chamber-ის კვლევის მიხედვით „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის“ საქართველო მე-20 ადგილს იკავებს. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა, სარეიტინგო შეფასება კი გაიზარდა 64.7-დან 68.6-მდე.
აღნიშნული შეფასებით საქართველო ევროპის ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა: ესპანეთი,იტალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი საბერძნეთი და სხვა. ასევე აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: ბელარუსი, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდავეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.
European Chamber კვლევის ფარგლებში 46 ევროპულ ქვეყნაში ბიზნესის წარმოება შეფასდა, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსებს ეყრდობა. European Chamber-ის კვლევა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსების საშუალო მაჩვენებელს და ზომავს ბიზნესის კეთების კონტექსტს ბიზნეს გარემოს, კანონმდებლობის, ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური კლიმატის და ბიზნესზე მოქმედი რეგულაციების ჩათვლით იღებს.