კვლევის მიხედვით, ივნისში ტურისტის აფთიაქის შევსება 2 ლარით უფრო იაფია
BM.GE
20.07.16 17:15
• 1112
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასებზე მონიტორინგის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქების შესწავლასა და გავრცელებას.
ორგანიზაციამ შეისწავლა ტურისტის აფთიაქში შემავალი ანტისეპტიკური საშუალებების, მწერებისა და მზისგან დამცავი საშუალებების (აეროზოლი ლავანდა, ზიაიას სპრე), ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ფასი და მათი ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.
კვლევისას დადგინდა, რომ ივნისში, მაისის თვესთან შედარებით, ამ ჯგუფის აფთიაქის შევსება 2 ლარით უფრო იაფად, 65 ლარად იყო შესაძლებელი.
რაც შეეხება კონკრეტულად მედიკამენტების ფასის ცვლილებას, სურათი ასეთია: წინა თვესთან შედარებით ივნისის თვეში იბუპროფენის ფასი 2.80 ლარიდან 2.65 ლარამდე; ტაიქოლდი 10 თეთრით- 6.60 ლარიდან 6.50 ლარამდე; დრამინას ღირებულება კი 5.60 ლარიდან 3.50 ლარამდე შემცირდა.
ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს სხვადასხვა სეგმენტისათვის საჭირო და აუცილებელი მედიკამენტების სიისა და ფასის შესწავლას და კვლევის შედეგებს, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ, მოსახლეობას მომავალშიც მიაწვდის.