Home
Category
TV Live Menu

კვლევის მიხედვით, ივნისში პირველადი დახმარების აფთიაქის ღირებულება უმნიშვნელოდ შემცირდა

5784c1ec3e60b
BM.GE
12.07.16 14:07
910
არასამათავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში ჩვილისა და ბავშვის აფთიაქის ივნისის მონაცემების შემდეგ პირველადი დახმარების აფთიაქს აქვეყნებს.

ორგანიზაციამ შეისწავლა პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საჭირო აქსესუარებისა და მედიკამენტების გონივრული სია, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის გადარჩენა და დროული, სწორი დახმარება.

კვლევისას აშკარა გახდა, რომ მაისის თვესთან შედარებით ივნისში აფთიაქის შესავსებად მხოლოდ ერთი ლარით ნაკლები- 126 ლარია საჭირო.

„მედიკამენტების ფასის 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფასი შემცირებულია იბუპროფენზე 2.80 ლარიდან 2.65 ლარამდე; 1.35 ლარის ნაცვლად კეტოროლაკი 1.22 ლარი ღირდა; კაპტოპრილის ფასმა 4.38 ლარის ნაცვლად 3.81 ლარი შეადგინა; ოქსოლინის მალამოს ფასი 1.10 ლარიდან 0.95 ლარამდე შემცირდა, რეჰიდრონ ოპტიმის ღირებულებამ 5 თეთრით, ფესტალის კი 2 თეთრით დაიკლო; სალბუტამოლ სულფატის საინჰალაციო აეროზოლის ფასმა კი 7.10 ლარის ნაცვლად 6.95 ლარი შეადგინა. გაძვირდა სომნა-რიცი და მისი ფასი 5.30 ლარის ნაცვლად 4.95 ლარი იყო. მოიმატა ამბროქსოლის ფასმა 10 თეთრით, 1.30 ლარიდან 1.40 ლარამდე, ნიტროგლიცერინი 0.85 ლარის ნაცვლად .095 ლარი ღირდა. დანარჩენ მედიაკმენტებზე ფასი უცვლელი იყო“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day