კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან დღემდე, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 5 ეროვნული საკითხი არ შეცვლილა და ის შემდეგნაირად გამოიყურება: სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, ინფლაცია და პენსიები. შემდეგ მოდის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და განათლება.