2016 წელს პლასტიკური ბარათებით თაღლითობის მსხვერპლი აღნიშნული პროდუქტის მომხმარებლის 17% იყო.
ACI Worldwide და Aite Group-მა მსოფლიოს 20 ქვეყენაში კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, 6 000 გამოკითხული რესპოდენტიდან 30% უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პლასტიკური ბარათებით თაღლითობის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა. მიმდინარე წელს ასეთი მომხმარებლის რაოდენობა 17%-ია, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. კვლევაში ნათქვამია, რომ მსგავსი შემთხვევების მიზეზი შესაძლოა უყურადღებოდ დატოვებული და დაუბლოკავი მობილური ტელეფონი იყოს, რადგან დღეს მობილური ტელეფონებით საბანკო ოპერაციებს სულ უფრო და უფრო ხშირად ახორციელებენ. მათი განმარტებით, ამის მიზეზად შეიძლება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პირადი მონაცემებიც დასახელდეს.
2016 წელს პლასტიკური ბარათებით თაღლითობის შემთხვევების ნახევარზე მეტი მექსიკაში დაფიქსირდა, გამოკიტხული მოსახლეობის 59% თავს თაღლითობის მსხვერპლად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც 2014 წელს ეს მაჩვენებელი იქ 23% იყო. მეორე ადგილი ბრაზილიას ერგო 49%-ით. გარდა ამ ქვეყნებისა, სიაში მოხვდნენ დიდი ბრიტანეთი - 29%-ით, ინდოეთი - 37%-ით, გერმანია - 18%-ით, შვედეთი და ჰოლანდია 14%-14%-ით.