მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ქალისა და კაცის ანაზღაურება ერთმანეთისგან გასხვავდება. ბრიტანული კვლევის მიხედვით, კი ქალებს საკუთარ ანაზღაურებაზე მოლოდინი მაშინაც კი დაბალი აქვთ, სანამ მუშაობას დაიწყებენ. კერძოდ, ქალი სტუდენტები საკუთარ პირველ სამსახურში14%-ით დაბალ ანაზღაურებას ელიან, ვიდრე კაცები.
CNNMoney წერს, რომ ბრიტანელი სტუდენტების საშუალო წლიური ხელფასის მოლოდინი 25,000 ფუნტია, რაც გამოცემის ინფორმაციით, დაბალი მაჩვენებელია.
კვლევა, რომელიც სრუდენტურმა ვებ-გვერდმა ჩაატარა აჩვენა, რომ ქალი სტუდენტები უფრო მეტად არიან დაინტერსებულნი დაფარონ სწავლის გადასახადი და იშოვონ სამსახური სრულ განაკვეთზე, ვიდრე კაცები.
გამოკითხვა ჯამში 22000 სტუდენტს ჩაუტარდა.