მეცნიერების სცადეს, გამოეთვალათ ის დანაკარგი, რომელიც გლობალურ ეკონომიკაში სიზარმაცეს მოაქვს. გაირკვა, რომ ადამიანთა უმოქმედობით მსოფლიო ეკონომიკა წელიწადში 67.5 მილიარდ დოლარს კარგავს. ახალი ექსპერიმენტის შედეგებს ავტორიტეტული სამედიცინო ჟურნალი The Lancet აქვეყნებს. ექსპერიმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი იყო დეტალურად შეესწავლათ ზარმაცი ადამიანების ცხოვრების ეკონომიკური ასპექტები. ამგვარად, მკვლევარებმა 142 ქვეყანაში შეგროვილი ფაქტები გაანალიზეს.
კვლევის თანახმად, ეკონომიკური ზარალი განვითარებად ქვეყნებში უფრო ნაკლებია, ვიდრე განვითარებულ საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ იმ რეგიონების მოსახლეობა, რომელშიც მთლიანი შიდა პროდუქტის დონე დაბალია, სავარაუდოდ უფრო ხშირად იტანჯებიან ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესით გამოწვეული სხვადსხვა დაავადებით. კვლევის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკას საერთო დანაკარგის 40%-ზე მეტი აშშ-ს მაცხოვრებლებმა მოუტანეს - 27.8 მილიარდი დოლარი.
აპროდუქტიულობით გამოწვეული დანაკარგი გლობალურ ეკონომიკაში 13.7 მილიარდი დოლარის ტოლია.