Home
Category
TV Live Menu

"La La Land" წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად სახელდება

58b04e94a798b
BM.GE
25.02.17 11:30
997
გამოცემა Forbes-ის მონაცემებით, La La Land 340,5 მილიონი ამერიკული დოლარის შემოსავლით, წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად დასახელდა და ამავდროულად ოსკარის 14 ნომინაციაც დაიმსახურა. შედეგად, დემიენ შაზელის ფილმმა კინოფილმ "ტიტანიკის" რეკორდი გაიმეორა. გარდა იმისა, რომ რაიან გოსლინგმა და ემა სტოუნმა საუკეთესო ქალი და კაცი მსახიობის ნომინაციები მიიღეს, ლა ლა ლენდი წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციისთვის იბრძოლებს, თავად რეჟისორი დემიენ შაზელი კენეტ ლონერგანსა და ბარი ჯენკინსს გაუწევს კონკურენციას საუკეთესო რეჟისორის ტიტულის მოსაპოვებლად.

La La Land ასევე ნომინირებულია საუკეთესო ორიგინალური სცენარის, საუკეთესო მუსიკის, სიმღერის, მხატვრობის, კოსტიუმების, ოპერატორული ნამუშევრის, მონტაჟის და სხვა კატეგორიებში.

ოსკარების დაჯილდოების ცერემონიის პირდაპირი ეთერი 27 თებერვალს, თბილისის დროით დილის 05:30 საათზე დაიწყება.

Subscribe to our news

Get the main news of the day