Home
Category
TV Live Menu

ლადო პაპავა "გაზპრომზე": ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა არამომგებიანი იქნება

56b83d0315201
BM.GE
08.02.16 10:55
1045
საქართველოსთვის გაზის ტრანზიტის საფასურის მონეტიზაცია არამომგებიანი იქნება, - აღნიშნულის შესახებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ლადო პაპავამ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა. პაპავა თვლის, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესები ბოლომდე უნდა დაიცვას.

"ნებისმიერი მოლაპარაკება, სადაც ქვეყნის ინტერესები წყდება სარისკოა. ამიტომ საჭიროა გარკვეული სიფრთხილე, წინასწარი მომზადება და პოზიციების სიმტკიცე. აუცილებელია, რომ საქართველომ ბოლომდე დაიცვას ქვეყნის ინტერესები. 10 პროცენტს ავიღებთ თუ 8%-ს, - ამ შემთხვევაში ჯობს დავთმოთ, ვიდრე ფულზე გადავიდეთ. ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა არამომგებიანი იქნება", - განაცხადა პაპავამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day