შპს “ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიას“ 25 ჰა მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცა . პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების 70%-იან თანადაფინანსებას განახორციელებს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ .
ინვესტორები აცხადებენ, რომ საწარმოს შექმნის შემდეგ კომპანია გაივლის ყველა საჭირო პროცედურას HACCP-ის სერტიფიკატის მისაღებად. კომპანია მაღალი ხარისხის ქართულ ჩაის უმეტესად ექსპორტზე გაიტანს.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.