"ჩვენი აზით ეს არის უფრო აჟიოტაჟი ბაზარზე, ვიდრე რომელიმე ფუნდამენტური ფაქტორი ქვეყნის შიგნით ან გარეთ“, - განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შაგიძემ გააკეთა. მისი თქმით, დღეს ლარი არის ზედმეტად გაუფასრებული და ამაზე მეტყველებს ყველა ის ფუნდამენტური ფაქტორი რომელიც ქვეყანაში არსებობს.
"როგორც ვიცით, ქვეყანაში ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ექსპორტი არის გაზრდილი. ბოლო მონაცემებით, როგორც გვეუბნებიან იმპორტიც არის გაზრდილი. შესაბამისად ლარი არის ზედმეტად გაუფასრებული. გარდა შიდა ფაქტორებისა გარე ფაქტორებიც დასტაბილურებულია", - განაცხადა შაგიძემ და მანვე აღნიშნა რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები იყო ძალიან დროული და სწორი.