ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ გამყარდა. ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.4546-ის ნაცვლად 2.4773 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0227 პუნქტით გაუფასურებული მაჩვენებელია. 0.0241 პუნქტით გამყარდა ლარი ევროს მიმართ და ერთი ევროს ფასმა 2.6995 ლარი შეადგინა. გუშინ ლარის კურსი ევროსთან მიმართებით 2.7236 იყო.