ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.4509 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0121 პუნქტით გამყარებული მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გამყარდა ევროსთანაც, ერთი ევროს ფასი 2.6857 ლარი გახდა.