ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გამყარდა. ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.2814 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით 0.0116 პუნქტით გამყარებული მაჩვენებელია. ერთი ევროს ფასი ხვალ 2.5839 ლარი იქნება, რაც 0.0125 პუნქტით გამყარებული მაჩვენებელია.