ლარის კურსი გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით ერთი დოლარის ღირებულება 2.1790 ლარი გახდა, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით 0.0430 პუნქტით გაუფასურებული მაჩვენებელია. ლარი გაუფასურდა ევროსთანაც, ერთი ევროს ფასი 2.4512 ლარი გახდა, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით 0.0559 პუნქტით გაუფასურებული მაჩვენებელია.