გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.33 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.31-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.35%-იანი გაუფასურებაა. ეროვნული ვალუტის მერყეობა გრძელდება და გაუფასურების ტრენდი ჯერჯერობით შეუქცევადია. როგორ აისახება ლარის კურსი ფასებზე და ბიზნესის ოპერირებაზე?