Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ლარი გაუფასურდა - რა მოლოდინებია საბანკო სექტორში?

BM.GE
30.05.22 18:14
316
ლარი მერყეობას განაგრძობს. ეროვნული ვალუტა დღეს დოლარის მიმართ 9 თეთრით, ევროს მიმართ კი 11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე დღევანდელი ვაჭრობის შედეგები უკვე გამოქვეყნდა. შედეგად ერთი დოლარი 2 ლარი და 95 თეთრი ღირს, ერთი ევრო კი 3 ლარი და 18 თეთრი. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ვალუტის შესყიდვა ეროვნულმა ბნაკმა 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველად განახორციელა. 

რატომ მყარდება და უფასურდება ლარი ნახტომისებურად? ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის მიზეზებზე თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ისაუბრა. ბიემჯიმ ბანკირის ჩაწერა მოახერხა ღონისძიებაზე “თიბისი და პარტნიორები”, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და რეგიონის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ბიზნესის განვთარების შესაძლებლობებს მიმიოხილავენ. სტუმრებს ასევე გააცნობენ თიბისის განვლილი წლის შედეგებსა და სიახლეებს. ღონისძიებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეკონომიკის მინისტრიც ესწრებოდნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day