ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ დაეცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.3745 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0164 პუნქტით შეცვლილი მაჩვენებელია. ლარი გაუფასურდა ევროსთანაც, - ერთი ევროს ფასი 2.6602 ლარი გახდა.