ლარი კვლავ გაუფასურდა - ერთი დოლარის ღირებულება 2.48 ლარი გახდა
BM.GE
11.11.16 16:47
• 1158
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.4899 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით 0.0126 პუნქტით გაუფასურებული მაჩვენებელია. 2.7098 ლარი გახდა ერთი ევროს ღირებულება, რაც 0.0103 პუნქტით შეცვლილი მაჩვენებელია.