ლარი კვლავ გაუფასურდა - ერთი დოლარის ღირებულება 2.49 ლარი გახდა
BM.GE
21.11.16 16:45
• 1109
ლარის კურსი დოლარისა და ევროს მიმართ დაეცა. ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.4903 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით 0.0014 პუნქტით გაუფასურებული მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2.6497 ლარი გახდა ერთი ევროს ფასი, რაც 0.0077 პუნქტით შეცვლილი მაჩვენებელია.