ლარის კურსი დოლართან და ევროსთან კვლავ დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.3459 ლარი გახდა, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით 0.0053 პუნქტით გაუფასურებული მაჩვენებელია. ლარი დაეცა ევროსთანაც და ერთი ევროს ფასი 2.5939 ლარი გახდა, რაც 0.0092 პუნქტით შეცვლილი მაჩვენებელია.