Home
Category
TV Live Menu

"ლარის გაუფასურება შოკია ქვეყნისთვის, არ ვიცი რატომ უშვებს ამას ეროვნული ბანკი"

59f86cc1b3dac
ელენე გოგბერაშვილი
31.10.17 16:28
773
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ლარის ბოლოდროინელ ნახტომისებურად გაუფასურაბას "საქმის კურსთან" ეხმაურება. ბიზნესმენი პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს და აცხადებს, რომ ის რაც ეროვნულ ვალუტას სჭირს სებ-ის არასწორი მუშაობის შედეგია.

"ძალიან ცუდ მოლოდინებს აჩენს. შოკია პირდაპირ ჩვენი ქვეყნისთვის. მე არ ვიცი რატომ უშვებს ამას ეროვნული ბანკი.

ყველა საშუალება აქვს, რომ ასეთი ფლუქტუაციები არ იყოს. ფუნდამენტური ფაქტორები რომ არ არსებობს და მაინც უშვებს ეროვნული ბანკი ეს მის უნიათობაზე მიუთითებს. არანაირი საგარეო ფაქტორი არ არის. ეს არის მხოლოდ ეროვნული ბანკის არასწორი მუშაობა. როცა ასეთ შოკს უკეთებ ბიზნეს,რა თქმა უნდა გამოსვლას დრო სჭირდება. იზრდება უნდობლობა, ემოციური შესყიდვები დოლარის და ა.შ", - აცხადებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტირიშვილის განცხადებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ლარს საფრთხე არ ემუქრება და თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ საფრთხე ექმნება ინფლაციას, ისინი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day