Home
Category
TV Live Menu

"ლარის გაუფასურების მიუხედავად, კომერციული ბანკები ჯერჯერობით კარგად ართმევენ თავს სიტუაციას"

57cfde1d4559b
BM.GE
07.09.16 13:25
1137
"ბოლო პერიოდში ლარი გამყარდა, ძლიერი ტურისტული სეზონისა და ნავთობის ფასების ზრდის შედეგად", - განაცხადა ქართულ Forbes-თან ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალმა ხელმძღვალენლა ვერა მარტინისმა. მისი თქმით, 2014 წლის მეორე ნახევრიდან საქართველო არაერთი საგარეო შოკის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, - საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში გაუფასურდა ვალუტა, რის გამოც ქართული ექსპორტი შედარებით გაძვირდა. სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხი შოკებზე ადეკვატური იყო.
 
"სებ-მა გაცვლით კურსს საშუალება მისცა ექსპორტსა და ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლის გარეშე უზრუნველეყო საგარეო შოკის შეწოვა და იმავდროულად შეინარჩუნა საერთაშორისო რეზერვები. ინფლაციის თარგეტირების რეჟიმის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი, რათა ინფლაცია 5%–იანი სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში შეენარჩუნებინა 2015 წლის მანძილზე. გაუფასურების მიუხედავად, კომერციული ბანკები ჯერჯერობით კარგად ართმევენ თავს არსებულ სიტუაციას. ეს, გარკვეულწილად, მიუთითებს სებ-ის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე და უნარზე, არ დაუშვას ბანკების მხრიდან ჭარბი რისკის აღება. ფონდი ასევე მიესალმება სებ-ისა და მთავრობის თანამშრომლობას დედოლარიზაციის ყოვლისმომცველ სტრატეგიასთან დაკავშირებით; ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას და შეამცირებს რისკებს, რომლებიც უკავშირდება უცხოურ ვალუტაში სესხებას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნული ბანკის არჩევანს და ჩვენი რეკომენდაცია სებ-ისთვის არის უცხოური ვალუტის ბაზარზე ჩაურევლობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახეზეა ჭარბი მერყეობა ან არსებობს რეზერვების დაგროვების საჭიროება), რაც სრულ შესაბამისობაშია ინფლაციის თარგეტირების რეჟიმთან", - ამბობს ვერა მარტინისი.

Subscribe to our news

Get the main news of the day