თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, "ლარის კურსმა წონასწორობის წერტილს მიაღწია და ფუნდამენტურად ცვლილებები არ იქნება".
"კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, როგორც შიდა, ასევე - გარე. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება. მე არ მიმაჩნია მართებულად, რომ რომელიმე კონკრეტული ქმედება კურსზე ზეგავლენას ახდენს, მაგრამ ჯამურად ყველაფერი მოქმედებს. რაც მნიშვნელოვანია, ფუნდამენტურად და სტრატეგიულად, ჩვენი აზრით, დღეს ლარს უკვე მიღწეული აქვს თავისი წონასწორობის წერტილი. შეიძლება, იყოს ცვლილებები, როგორც ზევით, ისე ქვევით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ფუნდამენტურად ცვლილებები არ იქნება“, - განუცხადა „ბიზნესკონტაქტს“ ბუცხრიკიძემ.
ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 34 თეთრი ღირს.