ბიზინესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნება მხოლოდ ეროვნულ ბანკზე არ არის დამოკიდებული. ბიზნესმენი საქმის კურსთან საუბრისას ამბობს, რომ ლარის გაუფასურების პროცესში სებ-ს სწორი პოზიცია უჭირავს.
"ლარის კურსი დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, შიდა ფაქტორებიც გადამწვეტია, მაგრამ კომბინაციაშია ერთმანეთთან, შესაბამისად, ლარის სტაბილურობის შენარჩუნება არ შეუძლია მხოლოდ ეროვნულ ბანკს. დღევანდელი ანალიზიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სახიფათო არაფერია.
სებ-ის პოზიცია არის ძალიან სწორი და ფინანსურად განათლებული. განათლებული და სანდო პოზიცია უჭირავს. საუბრობენ, რომ სებ-ი უნდა ჩაერიოს რეგულაციებში. სებ-მა იცის რომელ რეგულაციებში უნდა ჩაერიოს", - აცხადებს "საქმის კურსთან" ბიზნესმენი, თემურ ჭყონია.