Home
Category
TV Live Menu

ლარიზაციის 1-წლიანი ეფექტი - სტატისტიკა

5a7d64fdd54ee
თელარა გელანტია
09.02.18 13:07
786
2017 წელს მთლიანი სესხების დოლარიზაციამ 56.8% შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BM.ge-სთვის მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, კურსის ეფექტის გარეშე, 2016 წლის ბოლოს მთლიანი სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 64.6% იყო.

რაც შეეხება ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის დონეს, ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 57.8%-დან 45.6%-მდეა შემცირებული.

სებ-ის ინფორმაციითვე, თუ 2016 წლის ბოლოსთვის დეპოზიტების 70.9% დოლარში იყო, 2017 წლის ბოლოსთვის 56.6%-მდე იყო შემცირებული.

ცნობისთვის: სებ-ის წინასწარი მონაცემებით, კურსის ეფექტის გარეშე, იანვარში მთლიანი სესხების დოლარიზაცია დეკემბერთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა და 57% შეადგინა, უშუალოდ ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია კი, ასევე უმნიშვნელოდ შემცირდა 45.4%-მდე. რაც შეეხება დეპოზიტებში დოლარიზაციის კოეფიციენტს, აქაც მცირე შემცირებაა 65.2%-მდე.

შეგახსენებთ, დედოლარიზაციის 10 პუნქტიანი გეგმის განხორციელება 2017 წელს დაიწყო და მის ფარგლებში, რიგი რეგულაციები ამოქმედდა. მათ შორის იყო ლარში ფასდადების ვალდებულება; ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 100 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა.

Subscribe to our news

Get the main news of the day