Home
Category
TV Live Menu

ლარში ფასდადებაზე მარკეტინგული კლიპები გავრცელდება

593eb967d62ed
BM.GE
12.06.17 19:53
726
შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო ლარში ფასდადებასთან დაკავშირებით მარკეტინგულ კლიპებს გაავრცელებენ. ვიცე-პრემიერის განცხადებით, კანონი ძალაში 1 ივლისიდან შედის და რეფორმის მიმართ ცნობადობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს როგორც საზოგადოებაში, ასევე კერძო სექტორში.

"არავის აქვს სურვილი, რომ კომპანიების დაჯარიმება მოხდეს. გვსურს მაქსიმალურად კარგად გავატაროთ რეფორმა. კომპანიებს 6 თვე ჰქონათ ვადა მოსამზადებლად", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან უძრავი ქონების ფასდადება ლარში იქნება სავალდებულო.

Subscribe to our news

Get the main news of the day