Home
Category
TV Live Menu

ლარში ფასდადების რეგულაციის დარღვევის 108 შემთხვევა დაფიქსირდა

595c8a361b884
სალომე მეცხვარიშვილი
05.07.17 16:20
747
შემოსავლების სამსახურმა ლარში ფასდადების რეგულაციის დარღვევის 108 შემთხვევა დააფიქსირა. როგორც უწყების მიერ "საქმის კურსისთვის" გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, სამართალდარღვევები ძირითადად გამოვლენილია სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან და ტურ ოპერატორებში საქმიანობის იმ ნაწილში, რომელზეც არ ვრცელდება გამონაკლისები.

შეგახსენებთ, რომ პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება და რეკლამირება პირველი ივლისიდან მხოლოდ ლარში უნდა მოხდეს.

რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ მეწარმე სუბიექტებზე — კანონმდებლობით განისაზღვრება როგორც იურიდიული (შპს; სააქციო საზოგადოება და სხვა) ასევე, ფიზიკური პირები (ინდმეწარმეები).

დარღვევის პირველად აღმოჩენის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი არ ჯარიმდება და მხოლოდ გაფრთხილება ეძლევა.

დარღვევის მეორედ აღმოჩენის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი 1000 ლარით ჯარიმდება, მესამე ჯერზე კი 5 ათასი ლარით.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ამ რეგულაციაში გათვალისწინებულია გამონაკლისები. მათ შორისაა:

• ავიაბილეთები, სასტუმრო ან ტურისტული მომსახურება (თუ კომუნიკაცია უცხოურ ენაზე ხდება);
• აზარტული თამაშები;
• ტვირთების გადაზიდვა;
• როუმინგული და დაზღვევის მომსახურება უცხოეთში;
• მომსახურების გაწევა ან საქონლის მიწოდება არარეზიდენტისთვის ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day