Home
Category
TV Live Menu

ლარში გაცემული სესხების მოცულობა იზრდება

59801dbb4a4df
BM.GE
01.08.17 10:19
722
ივნისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 242.3 მლნ ლარით გაიზარდა და 18.88 მლრდ ლარს გაუტოლდა.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 17.9 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 15.2 პროცენტი იყო.

ეროვნული ბანკის ცნობით, საკრედიტო პორტფელის ზრდაზე მეტწილად გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ. ივნისის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 81.2 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 62.9 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 37.6 პროცენტს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 285.8 მლნ ლარით (3.8 პროცენტით) გაიზარდა და 7.91 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივნისში 14.0 მლნ აშშ დოლარით (0.3 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.70 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day