"გადახდისუუნარობის საქმის წარმოების" შესახებ კანონში ცვლილებები შედის. საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მარტივდება კრედიტორებისთვის გადახდისუუნარობის პროცესი. მოვალეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს არა გადახდისუუნარობის დასაწყებად, არამედ რეაბილიტაციის მოთხოვნით, შესაბამისი გეგმის წარდგენით. მესამე ძირეული ცვლილება, რაც კანონპროექტშია გაწერილი კრედიტორსა და მოვალეს შორის ხელშეკრულების გაწყვეტას უკავშირდიბა. კერძოდ მხოლოდ გადახდისუუნარობის პროცესის დაწყება არ შეიძლება გახდეს მოვალესთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი, ამისათვის დამატებითი საფუძველი უნდა არსებობდეს.
იურისტი ლაშა ნოდია საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ ცვლილებების პაკეტს დადებით შეფასებას აძლევს და აცხადებს, რომ ეს გაცილებით მეტად გააუმჯობესებს ქვეყანაში გადახდისუუნარობის გარემოს, თუმცა მან "საქმის კურსთან" მოქმედ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.
"დღეს არსებულ კანონში დაგეგმილია ცვლილებების შეტანა, რაც მიმართულია იმისკენ,რომ მოვალის და კრედიტორის უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული, ვიდრე დღეს არის.
მოქმედი კანონი მცირე და არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს ისეთ მდგომარეობაში აყენებს, რომ ისინი ინტერესს კარგავენ, ჩართულნი იყვნენ გადახდისუუნარობის პროცესში. აუცილებელია, სხვა კრედიტორების ჩართულობა იმისთვის, რომ დაცული იყოს ბალანსი. არ შეიძლება მათი უფლება იქნას შელახული. უზრუნველყოფის საგანი უნდა დარჩეს პრიორიტეტად, რიგითობა იგივე ფორმით უნდა შენარჩუნდეს როგორც სამოქალაქო კოდექსი ითვალისიწინებს და უნდა შეიქმნას კერდიტორთა ჯგუფი, სადაც ორივე მხარემ ეკონომიკური ინტერესის გათვალსიწიებით უყრის კენჭს ცალკეულ საკითხებს. ბევრი საკითხია გადასაწყვეტი ჩვენს კანონში. მნიშვნელოვანია, თუ ფიზიკური პირების გადახდისუუნარობასაც შემოვიტანთ. რათა ფიზიკურ პირებს მიეცეთ საშულება გარკვეული ვადის შემდეგ გამოვიდნენ ფინანური წნეხისგან, რაშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი არის დღეს", -აცახდებს "საქმის კურსთან" იურისტი ლაშა ნოდია.