Home
Category
TV Live Menu

ლაშა ნოდია: პრობლემა არის სასამართლო სისტემის არასწორი და არაკვალიფიციური მენეჯმენტი

58ae771b716ec
ელენე გოგბერაშვილი
23.02.17 09:42
984
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებისა და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა სასამართლოებში გაჭიანურებულ ბიზნეს დავებს შეეხო. კერძო სექტორი აცხადებს, რომ სასამართლოებში არსებული პრობლემები არასწორ სისტემას და არაკვალიფიციურ მენეჯმენტს უკავშირდება.

"პრობლემა არის სასამართლო სისტემის არასწორი და არაკვალიფიციური მენეჯმენტი, რაც იწვევს საქმის გაჭიანურებას და უამრავი საქმის კონკრეტულ მოსამართლეზე დაწერას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების არასწორ გამოყენებას. ეს განპირობებულია ბევრი ძირული პრობლემით, რაც არის სასამართლო სისტემაში. მაგალითად, სასმართლოში ჯერ კიდევ გაურკვეველია როგორ ნაწილდება საქმეები მოსამართლეებს შორის, გაუმჭვირვალეა როგორ ინიშნებიან მოსამართლეები ან კონკრეტული მოსამართლე ქალაქიდან რაიონულ სასამართლოში გადავიდეს. ბიზნესს გვაქვს პრობლემები და გვაქვს ხედვა როგორ გამოსწორდეს ეს პრობლემები. გვინდა თანამშრომლობა მთავრობასთან’’-განუცხადა იურიდიული კომპანია "ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორების" მმართველმა ლაშა ნოდიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day