Home
Category
TV Live Menu

ლაშა პაპაშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერები და ინვესტიციები გარედანაც შემოვა

587e0405622c6
თელარა გელანტია
17.01.17 15:43
1024
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, "არ შეიძლება თბილისსა და თუშეთში ქონების გადასახადი ერთი და იგივე იყოს".  ამის შესახებ პაპაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" საქართველოს საინვესტიციო გარემოს და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისას განუცხადა.

ბიზნესმენი ფიქრობს, რომ მეტი უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად, "ბედნიერები და მოტივირებულები ქართველი ბიზნესმენები უნდა იყვნენ".

"პირველ რიგში, ჩვენ უნდა შეგვიწყონ ხელი. ჩვენ რომ ვიქნებით მოტივირებული, ჩვენ მოვიზიდავთ უცხოურ ინვესტიციებსაც. ასე გარედან ვერ მოვა ინვესტიცია ან რაღაც გლობალური პროექტები უნდა აკეთონ, რისი საშუალებაც ამ ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერები, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეინვესტირება და გარედანაც შემოვა ინვესტიციები", - აცხადებს პაპაშვილი.

"ბიზნესკონტრაქტის" კითხვაზე - „ხართ თუ არა ბედნიერი და მოტივირებული?", - ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ "ხარვეზები არის".

"ჩვენ ახლა რამდენიმე წინადადებით შევდივართ საქართველოს ბიზნეს-ასოციაციიდან და ვნახოთ, რას იზამს სახელმწიფო. ეს საკითხი შეეხება ქონების გადასახადის დიფერენცირებას. ტურიზმის განვითარება თუ გინდა, სასტუმროები უნდა აშენდეს. მეასეჯერ ვამბობ, რომ არ შეიძლება ქონების გადასახადი თბილისსა და თუშეთში ერთნაირი იყოს, რადგან არსებობს სეზონურობის ფაქტორი; არადა არ ამცირებენ ქონების გადასახადს რეგიონებში. თუ გინდა სოფელში ვინმემ 20-25 მლნ-ის ინვესტიცია ჩადოს, ქონების გადასახადი უნდა შემცირდეს ანუ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მეტი ვალდებულებები უნდა აიღონ და ინდივიდუალურად შემაცირონ. მათ ხომ იციან, ვის რა სჭირდება", - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day