Home
Category
TV Live Menu

ლაშა პაპაშვილი: მოგების გადასახადის ადმინისტრირება გართულდა, ბუღალტრები ცოტა წუხან

591add31d37ef
ელენე გოგბერაშვილი
16.05.17 15:02
753
"ადმინისტრირება გართულდა, ბუღალტრები ცოტა წუხან", - ასე აფასებს ბიზნესმენი, ლაშა პაპაშვილი "მოგების გადასახადის რეფორმის" ამოქმედების ერთი კვარტლის შედეგებს. როგორც ლაშა პაპაშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რეფორმის შედეგად რუტინული სამუშაო გაჩნდა ოფისებში, თუმცა ბიზნესმენის თქმით, ინვესტიციების მოსაზიდად პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

"ადმინისტრირება გართულდა, ბუღალტრები ცოტა წუხან, მაგრამ FDI იზრდება. სტრატეგიული და მსხვილი ინვესტორებისთვის აშკარად მიმზიდველი პროექტია. შეიძლება რუტინული სამუშაოები გაჩნდა ოფისებში, მაგრამ ყველა სიახლე ძნელია. ამ ქვეყნის 10-20 წლიანი სტრატეგია ეგაა, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები. კაპიტალი გვჭირდება ამ ქვეყანაში და ამისათვის აშკარად მიმზიდველია ეს ყველაფერი", - განუცხადა ლაშა პაპაშვილმა "საქმის კურსს".

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ითვალისწინებს ძალაში 2017 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა. ცვლილებების მიხედვით, მოგების გადასახადით მხოლოდ განაწილებული მოგება დაიბეგრა.

Subscribe to our news

Get the main news of the day