Home
Category
TV Live Menu

ლაშა პაპაშვილი: ქვეყნის მართვაში თვითმართველობების მონაწილეობა არ ჩანს

581737c1de144
BM.GE
31.10.16 16:22
1090
"განვლილი ოთხი წლის განმავლობაშო ბიზნესი თავისუფალი იყო, თუმცა ხშირად დაძაბული საუბრები გვქონდა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი" განაცხადა.  მისი თქმით, ბიზნესს მეტი საშუალება ჰქონდა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა მიეღო.

"აზრთა სხვადასხვაობა მუდმივად კარგია და მომავალშიც რომ გვქონდეს კარგი იქნებოდა. მე სულ ვამბობ, რომ ახლა რაც გვაკლია ეს ადგილობრივი თვითმმართველობის მეტი უფლებებია, ქვეყნის მმართვაში მათი მონაწილეობა არ ჩანს, ძალიან ცენტრალიზებული ვართ და ჩვენ იმდენად მრავალფეროვანი კულტურა, ბუნება გვაქვს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მათ მეტი საშუალება თვითმმართველმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, თუნდაც არქიტექტურა. არ შეიძლება, რომ თუშეთის არქიტექტურა ცენტრალიზებულად გადაწყდეს. დასავლეთში ასეთი პროექტები საუკუნეებია იგეგმება, ვერ ვახერხებთ, რომ 2-3 წლიანი გეგმები დავდოთ. თვითმმართველები ადგილზე უნდა წყვეტდნენ როგორ უნდა დაინახოთ ქალაქი თუ სოფელი მომავალი წლების განმავლობაში", - განაცხადა პაპაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day