Home
Category
TV Live Menu

ლაშა პაპაშვილი სესხების გალარებაზე: "ეს ზღვაში წვეთია"

5878c57bbcb8a
თელარა გელანტია
13.01.17 16:17
1143
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი სესხების გალარების ერთჯერად სოციალურ პროგრამას დადებითად აფასებს.

ამის შესახებ მან ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ "ეს ზღვაში წვეთია".

"სესხების გალარების პროგრამა ერთ-ერთი მექანიზმია იმისა, რომ ლარი გამყარდეს და დასტაბილურდეს. ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება ამ ქვეყნისთვის, რომ უცხოურ ვალუტაზე ძალიან მიბმული არ ვიყოთ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ეკონომიკურმა ბლოკმა ყოველდღიურად უნდა აკეთოს“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

შეგახსენებთ, მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული სესხების გალარების ერთჯერადი, სოციალური პროგრამა 17 იანვრიდან ამოქმედდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day