Home
Category
TV Live Menu

ლაშა ხუციშვილი: საგადასახადო რეფორმა აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ინვესტიციების მოზიდვაზე

573f013154504
BM.GE
20.05.16 16:13
973
ფინანსთა სამინისტრო 100 000-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს 2 მილიარდ ლარამდე გადასახადს ჩამოაწერს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, აქედან მილიარდ 400 მილიონი ლარის ჩამოწერა უპირობოდ მოხდება, ხოლო დანარჩენი 600 მილიონის ჩამოწერა იმ შემთხვევაში მოხდება თუკი გადამხდელების გარკვეული კატეგორია ძირითად დავალიანებას სრულად დაფარავს, რაც დაახლოებით 300 მილიონი ლარია, რომელიც შესაძლოა, რომ ბიუჯეტმა მიიღოს.
 
"ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის სუფთა სახით საგადასახადო ამნისტია, თუმცა ჩვენ ცვლილებებში გარკვეული საგადასახდო ამნისტიის ელემენტები ნამდვილად არის. ეს არის დავალიანებები, რომლებიც აქვთ დაახლოებით 100 000-მდე ფიზიკურ და იურიდუიულ პირს, რომელიც შეფასებულია საგადასახადო ორგანოს მიერ. ეს კი ნიშნავს, რომ საგადასახადო კანონით მინიჭებული ყველა უფლება და ღონეა გამოყენებული ამ დავალიანების ამოსაღებად. შესაბამისად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ეს დავალიანებები უმოქმედოდ შეფასებულიყო.

აღნიშნული დავალიანებებისთვის ხანდაზმულობის ვადებიც გასულია და საგადასახადო ორგანოს აღარ აქვს ბერკეტი რომ რაიმე ღონისძიება გაატარს ამ დავალიანების ამოღებისთვის.

დაახლოებით საუბარია 2 მილიარდ ლარამდე დავალიანებაზე. პირველი ნაწილი აქედან არის 2011 წლამდე არსებული დავალიანებები, რომელიც არის მილიარდ 400 მილიონი, რომელიც უპირობოდ ჩამოიწერება, ხოლო დანარჩენი დაახლოებით 600 მილიონი ლარის ჩამოწერა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადამხდელების გარკვეული კატეგორია ძირითად დავალიანებას სრულად დაფარავენ და ეს არის 300 მილიონი ლარი, რომელიც შესაძლებელია, რომ აღნიშნული ჩამოწერიდან შესაძლოა მიიღოს ბიუჯეტმა.

საგადასახადო რეფორმამ აუცილებლად დადებითად უნდა იმოქმედოს ინვესტიციების მოზიდვაზე. ასევე მთავარი მიზანი არის ეკნომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება და ვფიქრობ რომ ესეც აუცილებლად მიღწეული იქნება", - განაცხადა ხუციშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day