რუსული მიგრაციის ტალღამ ისრაელში 24 თებერვლის შემდეგ ისრაელის ბანკებს უკვე მოუტანა მილიარდი შეკელი (330 მილიონი დოლარი), წერს ისრაელის ეკონომიკური გამოცემა Calcalist. მაგრამ ეს არაფერია, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც დამწყები კომპანიები, მიგრირებული რუსეთიდან აპირებენ და ცდილობენ მოძებნონ კომფრტული სამუშაო სივრცე აღქმულ მიწაზე. რიგში არიანო, წერს გამოცემა, მსხვილი ვენჩურული ფონდები, რომელთაც ინვესტუირებ ისრაელის საინვესტციო ფონდებში და მეცნიერებაში სურთ. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან ამ ერთგვარი მიგრაციული აბსორბციით ისრაელი დამატებით 3 მლლირადზე მეტის სემოასვლებს ელის ბანკებში ბრუნვის სახით. ცხადია, ეს არ არის პირდაპირი შემოსავლი, თუმცა ის არის რაც ისრაელელმა ანალიტიკოსებმა, წინასწარ დათვალეს.
დაახლოებით 20-წლიანი კვლევისა და ექსპერიმენტების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ უკვე აქვთ მძლავრი ლაზერული იარაღის სამუშაო პროტოტიპი, რომელსაც ჰაერიდან მომავალი რაკეტების, ჭურვების, დრონებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების განადგურება შეეძლება.ოფიციალური პირების განცხადებით, სისტემამ ისრაელის სამხრეთ უდაბნოში საცეცხლე გამოცდა წარმატებით გაიარა. ტესტირების შედეგად ლაზერული იარაღის სამუშაო პროტოტიპმა რაკეტა, ჭურვი და დრონი წარმატებით გაანადგურა.