Russia For Sale — ასე ჰქვია კრეატიული სააგენტო ლივინგსტონის ახალ პროექტს, რომელიც რუსეთის მიწებს NFT-ის სახით ყიდის. ვებგვერდი, სახელად russiaforsale.org საშუალებას გაძლევთ, რუსეთის სასურველი მიწა შეიძინოთ — გადახდილი თანხით კი უკრაინას დაეხმაროთ. ვებგვერდზე 2 500-მდე მიწა იყიდება თავისი ნამდვილი სახელით, მიწის ფართობითა და გერბით. მიწები ფართობის მიხედვით რამდენიმე კატეგორიად იყოფა და მათი ფასიც ფართობის ზრდასთან ერთად იზრდება — მცირე ზომის მიწები იაფი ღირს, მნიშვნელოვანი ქალაქები — ძვირი. სასურველი ტერიტორიის შეძენა ნებისმიერ მსურველს კრიპტოვალუტის საშუალებით შეუძლია. შემოსული თანხის 100% უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტროს კრიპტოანგარიშებზე გადაირიცხება.
სტუმარი: ერეკლე ზურმუხტაშვილი - “ლივინგსტონი”-ს გენერალური დირექტორი.