Home
Category
TV Live Menu

ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 142 ქვეყანას შორის 80-ე ადგილზეა

5746e1b84f735
BM.GE
26.05.16 15:39
1125
ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსით საქართველო მსოფლიოს 142 ქვეყანას შორის 80-ე ადგილზეა. ლონდონის ლეგატუმის ინსტიტუტი ქვეყნების კეთილდღეობის ინდექსს შემდეგი კრიტერიუმებით ზომავს: ეკონომიკა, მეწარმეობის შესაძლებლობები, მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, პიროვნული თავისუფლება და სოციალური კაპიტალი.
 
რეიტინგში პირველ ადგილზე ნორვეგიაა. სამეულში შედიან შვეიცარია და დანია. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რეიტინგში 78-ე პოზიციაზეა თურქეთი, სომხეთი კი 93-ზე. რუსეთმა 58-ე პოზიცია დაიკავა.

რაც შეეხება საქართველოს მაჩვენებლებს: ეკონომიკის პარამეტრში საქართველოს მაჩვენებელი 119-ია, მეწარმეობის კუთხით 71, განათლების მაჩვენებელი 66-ია, ჯანმრთელობის 82, ხოლო პერსონალური თავისუფლების 57. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი საქართველოს სოციალური კაპიტალის მხრივ აქვს და აღნიშნული მაჩვენებელი 139-ს შეადგენს. სოციალური კაპიტალი შემდეგ კრიტერიუმებს მოიცავს: ქველმოქმედებაში ჩადებული თანხა, ადამიანებისადმი ნდობა, მოხალისეების რაოდენობა. 

რეიტინგის მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებზე დაყრდნობით ჯამდება. მათ შორის: Gallup-ის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, Freedom House-ისა და Fragile States Index-ის.

ლონდონის ლეგატუმის ინსტიტუტის კეთილდღეობის ინდექსში საქართველო 2012 წლიდან არის მოხსენიებული. 2012 წელს საქართველო 93-ე ადგილზე იყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day