ლეიბორისტული პარტიის წევრებმა სემეკის სხდომა შეაფერხეს. პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ მარეგულირებელი კომისიის დაცვის წევრები მოქალაქეებს საჯარო სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ, რადგან კომისია დღეს ტარიფების გაზრდას გეგმავს. საპასუხოდ, სემეკის წევრებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერს განუმარტეს, რომ დღეს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის ტარიფების დასათვლელად მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება იწყება.
ამ თემაზე შელაპარაკება დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც, კომისიის დაცვის სამსახურმა ოპოზიციური პარტიის წევრებს საჯარო სხდომის დარბაზი დაატოვებინეს.
ამ ეტაპზე საპროტესტო აქცია პარტიის ორგანიზებით სემეკის შენობასთან გრძელდება.
სხდომის მიმდინარეობა განახლდა.