ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გვირაბისა და ახალი გზის მშენებლობის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. არადა ეს ის პროექტია, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის შემდეგ წინასაარჩევნოდ ყველა პრემიერ მინისტრმა დაანონსა, მომზადდა პროექტი, რაშიც გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან თანხაც დაიხარჯა, თუმცა პასუხი კითხვაზე თუ როდის დაიწყება წლების წინ დაანონსებული მასშტაბური პროექტი- საავტომობილო გზების დეპარტამენტში დღესაც არ აქვთ.