სასტუმრო ლეოგრანდის მფლობელმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. ეროლ ავგორენმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მიუსამძიმრა.
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილი ადამიანების წინაშე, ვიზიარებთ მწუხარებას. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე საერთოდ არ გვიძინია, მათ მწუხარებას ჩვენც ვიზიარებთ.
დღეს გლოვის დღეა და მოვინახულებთ გარდაცვლილების ოჯახებს.
ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ რაც საჭირო იქნება მათი ოჯახებისთვის, რათა მათი მწუხარება გავიზიაროთ. დიდ მადლობას ვუხდით პოლიციას და სახანძრო სამსახურს, რომლებმაც თავდადებით იმუშავეს. დასაქმებული პერსონალი შეინარჩუნებს სამსახურს", - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.
რაც შეეხება კითხვას სასტუმროში უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, ეროლ ავგორენმა განაცხადა, რომ საკითხზე დეტალურ განმარტებას კომპანიის ადვოკატები გააკეთებენ.