Home
Category
TV Live Menu

ლექსო ალექსიშვილი: ვეჭვობ, რომ ეკონომიკის მეტად შენელების საფრთხეები იყოს, ვიდრე დღეს არის შენელებული

573db467c4be1
BM.GE
19.05.16 16:37
1149
"საარჩევნო წელი ბუნებრივად იწვევს ეკონომიკურ შენელებას", - განაცხადა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ლექსო ალექსიშვილმა. მისი თქმით, მიმდინარე წელს ეკონომიკურ ზრდაზე საარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენს და დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მიღწეული იქნება.
 
"მდგომარეობა, რომელიც საქართველოში და რგიონში იყო და რომელიც გარკვეული შოკით ხასიათდებოდა გადავლილია და ეს ქვეყანამ საკმაოდ ნორმალურად გადაიარა. არ მოხმდარა მაკროეკონომიკური მდგომარეობის იმ დონეზე გაუარესება რასაც პრობლემები შეეძლო გამოეწვია. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი იყო არასტაბილური, ამ წუთისთვის ესეც გადავლილია.

ნაბიჯები რაც მაკროეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით იყო გატარებული იყო გეგმაზომიერი და სწორი. იყო სხვა პრობლემები, მაგრამ ეს არ ეხება მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. მონეტარული პოლიტიკის ფორმირების პროცესში კომუნიკაციის სწორად განხორციელება იყო საჭირო, რაც ჩემი აზრით არ განხორციელდა.

ეს თავისთავად ეკონომიკისთვის ნიშვნელოვან საფრთხეებს არ ნიშნავს. ინვესტორები ელიან მკაფიოდ გამოხატულ ეკონომიკურ მიმართულებებს და მათ ზუსტად უნდა იცოდნენ შეიცვლება თუ არა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.

მე ვეჭვობ, რომ მეტად შენელების საფრთხეები იყოს, ვიდრე დღეს არის შენელებული. დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა ისედაც დაბალია, მაჩვენებლი უნდა იყოს გაცილებით მაღალი, ამიტომ ვეჭვობ, რომ არჩევნებმა რაიმე სახის კიდევ შემცირება გამოიწვიოს.

3,5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელი ცალსახად მიღწეული იქნება", - განაცხადა ალექსიშვილმა. მისივე თქმით, დღეს არ არის ქვეყანაში გარემოება, რომელიც საფუძველს შექმნის, რომ ეკონომიკური ზრდა აღნიშნულ მაჩვენებელზე მაღალი იქნება.

რაც შეეხება ლარის კურსს, ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, ლარის მნიშვნელოვანი გამყარება, როგორც გაუფასურება პრობლემებს ქმნის. მისი თქმით ლარის ზედმეტმა გამყარებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს, როგორც პროდუქციის ფასზე, ასევე ეკონომიკური ზრდის ტენდენციაზეც.

"თუ ჩვენ მნიშვნელოვნად გავამყარებთ ვალუტას ეს უარყოფითად იმოქმედებს ექსპორტზე, გააძვირებს ჩვენს პროდუქციას და იმოქმედებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ რომ მნიშვნელოვნად არ გამაყრდეს ვალუტა და არ იქონიოს ამან გავლენა ინფლაციაზე. ვალუტა ამ შემთხვევაში ასრულებს გამაწონასწორებლის ფუნქციას.

ასევე, მომავალ წელს დაგვიდგება აუციელბლობა ბიუჯეტით ფისკალური პოლიტიკს გასწორების და ესეც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, ხარჯების შემცირება იქნება აუცილებელი და ჩვენ ამას უნდა შვეგუოთ", - განაცხადა ალექსიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day