დეპოზტების დაზღვევის სისტემის დანერგვაში რისკებს ხედავს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე. როგორც ლექსო ალექსიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, აღნიშნული სისტემა ეფექტური არ იქნება და ის დამატებით სიმძიმეს შექმნის, როგორც ბანკებისთვის ასევე მომხმარებლისთვის.
"დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმის შემოტანის ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის რომ, ის გააძლიერებს საბანკო სისტემის ნდობას, რაც ჩემი აზრით დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდნარე არაადეკვატურია, რადგან საბანკო სექტორი ისედაც მაღალი ნდობით გამოირჩევა.
დეპოზტების დაზღვევა არის გარკვეული ხარჯი ბანკებისთვის, ეს არის ბანკებიდან ამოღებული ფული, რომელიც ცალკე სააგენტომ უნდა მართოს, რაც მოიცავს რისკებს. ეს ფული იქნება სიმძიმე როგორც ბანკებისთვის ისევე მისი მომხმარებლისთვის. ესეთი სისტემების შემოღება არ არის ეფექტური.
ევროკავშირის მოთხოვნების თემა ხშირად მანიპულირების საგანი ხდება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ესეთი მოთხოვნის ჩადების ან მასზე რეაგირების დროს. ეს მოთხოვნები მხოლოდ ევროპელებისგან წამოსული არ იყო და იყო ჩვენი საჯარო მოხელის მიერ ინიცირებულიც", - განაცხადა ალექსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდება და ის თავდაპირველად მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გავრცელდება. დაზღვევის სისტემის დანერგვა ყველა კომერციული ბანკისთვის იქნება სავალდებულო. დაზღვევა ყველა ვალუტის სესხების შემთხვევაში მოხდება, რომელიც 5000 ლარის ფარგლებშია.