Home
Category
TV Live Menu

ლექსო ალექსიშვილი: შესაძლოა რამდენიმე ათეული წელიც კი დასჭირდეს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენას

59202065b28be
BM.GE
20.05.17 14:52
785
„დღეს საქართველოს ეკონომიკა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მეტნაკლებად უკეთეს მდგომარეობაშია“, - განაცხადა გადაცემაში „ანალიტიკა“ PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძრვანელმა ლექსო ალექსიშვილმა. მისი თქმით ამის ძირითადი მიზეზი უპირველესად ბიზნესგარემო და ეკონომიკური რეგულაციაბია, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უკეთესია. ამასთან, ალექსიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მოქნილი სავალუტო რეჟიმი.

„რეგულაციებთან ერთად საქართველოში საგადასახადო წნეხი მეტნაკლებად უკეთესია, თუ ამ შემთხვევაში გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არსებობს კიდევ პრობლემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიძლიოს, რადგან სხვაგვარად ჩვენთან ინვესტიციების შემოსვლაზე საუბარი არ იქნება. თუმცა, საგადასახადო პოლიტიკის თვალსაზრისით, მდგომარეობა კარგია, რადგან იმ გადაწყვეტილებებმა, რომელიც მიღებული იქნა, მათ შორის მოგების გადასახადის სახით, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სასურველი გარემოს შექმნას ბიზნესისთვის. ამ ყველაფერს კიდევ ემატება მთავრობის მიერ აბსოლუტურად სწორად განხორციელებული პოლიტიკა, რომელიც საგარეო ეკონომიკურ პოლიტიკას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ეხება. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ამერიკას მივარდეთ, უამრავი ქვეყანაა, თუნდაც განვითარებადი ქვეყნები, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნდა მივაღწიოთ, რადგან დიდ ბაზრებამდე მივიდეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და მას აუცილებლად სჭირდება დიდი სივრცეები და დიდი ბაზარი ეკონომიკის გასავითარებლად და მომხიბლავი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად. ამ კუთხით თუ შევხედავთ, პოზიტიური პროცესები მიმდინარეობს.

ჩვენ შეიძლება თავისუფალი ბაზარი და დიდი სივრცეები გვქონდეს, მაგრამ ამ ბაზარზე რა უნდა გავიტანოთ? მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი გარემო უნდა იყოს იმისთვის, რომ ისეთი ტიპის პროდუქცია ვაწარმოოთ, რომელსაც ჩვენ გარეთ გავიტანთ.

ისმის კითხა - რა უშლის დღეს ხელს საქართველოში ინვესტიციების უფრო მნიშვნელოვნად შემოსვლას? ეს არის, სტრუქტურული საკითხები, მაგალითად სასამართლო სისტემა, თუ საქართველოში სასამართლო სისტემა. შესაძლოა რამდენიმე ათეული წელიც კი დასჭირდეს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენას“, - ამბობს ალექსიშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day