Home
Category
TV Live Menu

ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებს არაფერი ემუქრება

584167e7ab45b
ელენე გოგბერაშვილი
02.12.16 16:22
950
2017 წლის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის პროექტით უწყების დაფინანსება 63 მილიონი ლარით მცირდება. თუ წელს უწყების ბიუჯეტი 321 მილიონ 350 ათასი ლარი იყო, მომავალი წლის ბიუჯეტი 257 მილიონ 995 ათასი ლარი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ უწყების ბიუჯეტი მცირდება, სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ ყველა ძირითადი პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ არის მიმართული შენარჩუნდება.

"სოფლის მეურნეობის მხადრაჭერის პროგრამებს არაფერი ემუქრება", - აცხადებს მინისტრი.

დავითაშვილის განმარტებით, მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც 4 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა დასრულდა. აღნიშნული პროგრამით ბიუჯეტში 48 მილიონი ლარი გამოთავისუფლდა. "ეს თანხები ბიუჯეტს გამოაკლდა. ვინარჩუნებთ ინფრასტრიქტურულ, სამელიორაციო, აღდგენით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მხარდაჭერის პროგრამებს, განათლების პროგრამებს. შემცირებულია აპარატის და საოპერაციო ხარჯები, ასევე ადმინიტრაციული ხარჯები", - აცხადებს მინისტრი.

Subscribe to our news

Get the main news of the day