Home
Category
TV Live Menu

"LG Glass-ის" მინის საწარმო საქართველოში მოპოვებული ქვის დამუშავებას იწყებს

581aec688edf9
ელენე გოგბერაშვილი
03.11.16 11:47
1285
"LG Glass" სამშენებლო სფეროში საქმიანობს და ძირითადად მინის წარმოება-დამუშავებას ახორციელებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, მინის საწარმოს გარდა მათ შექმნეს ქვის საწარმოც, რაც საშუალებას აძლევთ უახლოეს მომავალში ქვის მოპოვება-დამუშავებაზე გადავიდნენ. გიორგი როსტიაშვილის თქმით, ორივე საწარმოში ჯამში 2 მილიონ 550 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

"მინის წარმოების მხრივ ჩვენ შევძელით და ჩავანაცვლეთ იმპორტირებული თურქული პროდუქცია და რეგიონში ვართ პირველები. ჯერ ექსპორტი განხორციელებული არ გვაქვს, მაგრამ მიდის მოლაპარაკებები სომხეთთან, სადაც უახლოეს მომავალში მინის პროდუქციის ექსპორტირება იგეგმება", - აცხადებს როსტიაშვილი.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ასევე ბუნებრივი ქვის მოპოვებაც და მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის უწყებასთან ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით. როგორც როსტიაშვილი ამბობს, ქვის მოპოვებას კომპანია სავარაუდოდ წელსვე დაიწყებს და მოსაპირკეთებელ პროდუქციას ექსპორტზე ევროპის ბაზარზე გაიტანს.

Subscribe to our news

Get the main news of the day